მოქალაქეებს იძულებით ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდათ (ფოტოკოლაჟი)
პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა 4 დაზარალებულის დარღვეული უფლების აღდგენა, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „დღეს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისა და პროკურორების მონაწილეობით დაზარალებულებს – მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს გადაეცათ „ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150”-ის ჯიპი; დაზარალებულ ხათუნა საგანელიძეს გადაეცა ა/მანქანა „ტოიოტა ავენსისი“ და ა/მანქანა „ჰიუნდაი სონატა“, ხოლო დაზარალებულ ლაშა ჭოხონელიძეს – ავტომანქანა „ჰიუნდაი IX35“.
ხსენებული ა/მანაქანები, 2010 წელს, ცალკეული საჯარო მოხელეების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად იძულებით იქნა მათ მიერ შესყიდული. პროცესი, რომელიც საქართველოს პროკურატურაში ახლად შექმნილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება 2012 წლის 01 ოქტომბრამდე, საჯარო მოხეელების მიერ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის, დათმობის, ჩუქების ფაქტების გამოძიებას და დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით, ქონების დაბრუნებით მათი უფლებების აღდგენას, კვლავ გაგრძელდება და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი“,- აცხადებენ პროკურატურაში.