საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს მასშტაბით უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.

“დღეს, დღის ბოლოს და უახლოესი ორი დღის განმავლობაში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერებაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კვლავ 30-32 გრადუსი შენარჩუნდება, 8 და 9 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და შესაძლებელია მაქსიმალური ტემპერატურა იყოს 28 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, თუმცა ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად არ დაიკლებს“,-განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები