შსს-ს წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა და საგანგებო სიტუაციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კომპეტენციები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს კრიზისული სიტუაციებისას უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებზე.

შსს-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები