შსს-ს სასაზღვრო პოლიციას გაეროს უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დელეგაცია ეწვია

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას გაეროს უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დელეგაცია ეწვია. შს სამინისტროს ცნობით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამართლებრივი დაცვის ოფიცერი და განყოფილების უფროსი დანიელა პოპოვიჩ-ეფენდიკი, UNHCR-ის სამართლებრივი დაცვის ასოცირებული ოფიცერი ასელ ორმონოვა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამართლებრივი დაცვის უფროსი ასისტენტი ბესიკ ანდრიაძე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო დახმარების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებს და ამ მიმართულებით მესაზღვრეთა გადამზადებას, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კუთხით დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები