გიორგი ალიბეგაშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის გახსნას დაესწრო

თბილისში საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია’’ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სხვა ოფიციალური პირები დასწრნენ.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 7 ქვეყნიდან 100-მდე კომპანია ღებულობს, წარმოდგენილია როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე შესაფუთი მასალები, მანქანა–დანადგარები, გადამამუშავებელი ხაზები, მინის ტარისა და საცობების მწარმოებელი თუ დისტრიბუტორი კომპანიები.

ღონისძიების მნიშვნელობაზე გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოფენაზე, სადაც საუკეთესო ქართული ღვინო, ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი, ღვინის აქსესუარები და ქართული რეწვის უნიკალური ნიმუშებია წარმოდგენილი, დამთვალიერებელს სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების საშუალება ადგილზევე ეძლევა.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-8 საერთაშორისო გამოფენა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 5-7 ივნისს გასტანს, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯიის’’, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები