ნოდარ ხადური რეგიონული კონფერენციის დახურვას დაესწრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური რეგიონული კონფერენციის დახურვას დაესწრო

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივნისს, სასტუმრო „HOLIDAY INN“-ში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ორგანიზებით დაიხურა რეგიონალური კონფერენცია, რომელიც კავკასიასა და შუა აზიაში საბიუჯეტო საკითხებსა და ფისკალურ პოლიტიკას მიეძღვნა.

კონფერენციის დახურვას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

მონაწილეებს ასევე მიმართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენლებმა.

კონფერენციაზე სახელმწიფო უწყებების საჯარო მოხელეებმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა განიხილეს საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ისეთი თემები, როგორიცაა საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი და შეფასება და სხვა.

კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და რჩევები, თუ როგორ შეიმუშაონ და მართონ საჯარო ფინანსები. მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები