“უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ 2006-2015 წლების პერიოდში მერიის მიერ გაცემული პრემიებისა და მივლინების თანხების კვლევა წარმოადგინა

,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ 2006-2015 წლების პერიოდში მერიის ორგანოების მიერ გაცემულ პრემიებზე და მივლინებებზე გახარჯული თანხების ოდენობებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს კვლევის შედეგები წარუდგინა.

როგორც ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, იმ ხალხისგან, ვინც თავად ხარჯავდა მილიონებს თბილისის მერიაში პრემიებზე ასიათასობით ლარს მივლინებებზე, ხშირად ისმის კრიტიკა არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებაში სერიოზულ გულისწყრომას იწვევს, რადგან იმის მაგივრად, რომ ამ ხალხმა პასუხი აგოს თავიანთ ქმედებებზე, აქეთ შეტევებზე გადმოდიან.

როგორც კვლევების შედგებიდან ირკვევა, ,,თბილისის მერიაში პრემიებზე და მივლინებებზე გაცემული თანხები 2006 წლიდან 2015 წლის (სამთვიანი მონაცემით) შეადგენს: პრემია – 85 111 600 ლარს (ოთხმოცდა ხუთი მილიონ ას თერთმეტი ათას ექვსასი ლარი); მივლინება – 5 5 800 ლარს (ხუთი მილიონ ხუთი ათას რვაასი ლარი). „ 2006 წელი – პრემია – 2 274 900 ლარი (ორი მილიონ ორას სამოცდა თოთხმეტი ათას ცხრაასი ლარი); მივლინება 263 800 ლარი (ორას სამოცდასამი ათას რვაასი ლარი). 2007 წელი – პრემია – 4 425 000 ლარი (ოთხი მილიონ ოთხას ოცდა ხუთი ათასი ლარი); მივლინება – 292 500 ლარი (ორას ოთხმოცდა თორმეტი ათას ხუთასი ლარი).

2008 წელი – პრემია – 6 206 100 ლარი (ექვსი მილიონ ორას ექვსი ათას ასი ლარი); მივლინება – 452 500 ლარი (ოთხას ორმოცდა თორმეტი ათას ხუთასი ლარი) 2009 წელი – პრემია – 7 535 900 ლარი (შვიდი მილიონ ხუთას ოცდა თხუთმეტი ათას ცხრაასი ლარი); მივლინება – 727 400 ლარი (შვიდას ოცდა შვიდი ათას ოთხასი ლარი).

2010 წელი – პრემია – 11 750 400 ლარი (თერთმეტი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათას ოთხასი ლარი); მივლინება – 485 900 ლარი (ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ცხრაასი ლარი) 2011 წელი – პრემია – 8 601 200 ლარი (რვა მილიონ ექვსას ერთი ათას ორასი ლარი); მივლინება – 685 600 ლარი(ექვსას ოთხმოცდა ხუთი ათას ექვსასი ლარი). 2012 წელი – პრემია – 10 698 500 ლარი ( ათი მილიონ ექვსას ოთხმოცდა თვრამეტი ათას ხუთასი ლარი); მივლინება – 488 100 ლარი (ოთხას ოთხმოცდა რვა ათას ასი ლარი) 2013 წელი – პრემია – 17 110 500 ლარი (ჩვიდმეტი მილიონ ას ათი ათას ხუთასი ლარი); მივლინება – 854 700 ლარი (რვაას ორმოცდათოთხმეტი ათას შვიდასი ლარი) 2014 წელი 05.08 მდე – პრემია – 12 287 900 ლარი (თორმეტი მილიონ ორას ოთხმოცდა შვიდი ათას ცხრაასი ლარი); მივლინება – 544 200 ლარი (ხუთას ორმოცდა ოთხი ათას ორასი ლარი) 2014 წელი 05.08-დან – პრემია – 3 546 000 ლარი (სამი მილიონ ხუთას ორმოცდაექვსი ათასი ლარი); მივლინება – 140 000 ლარი (ას ორმოცი ათასი ლარი).

2015 წელი (3 თვიანი მონაცემი) – პრემია – 675 200 (ექვსას სამოცდა თხუთმეტი ათას ორასი ლარი) ლარი; მივლინება – 71 100 ლარი (სამოცდა თერთმეტი ათას ასი ლარი) აქედან, 2006 წლიდან – 2014 წლის აგვისტომდე, ანუ როცა თბილისის მერიის სათავეში ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობა იყო გაცემულმა პრემიებმა შეადგინა 80 890 400 ლარი (ოთხმოცი მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათას ოთხასი ლარი), მივლინების თანხამ 4 794 700 ლარი (ოთხი მილიონ შვიდას ოთხმოცდა თოთხმეტი ათას შვიდასი ლარი ). ,,ქართული ოცნების’’ თბილისის მერიაში მოსვლის შემდეგ კი 2014 წლის აგვისტოდან და 2015 წლის სამთვიანი მონაცემებით, გაცემული პრემიების ოდენობა შეადგენს 4 221 200 ლარს (ოთხი მილიონ ორას ოცდაერთი ათას ორასი ლარი), მივლინებების თანხა 211 100 ლარს (ორას თერთმეტი ათას ასი ლარი)“,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

მჟავანაძის თქმით, ნიშანდობლივია,რომ ქვეყნაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლების შეცვლით, თბილისის მერია ცენტრალური ხელისუფლების ოპოზიციაში და საბოტაჟზე გადავიდა, რამაც პრემიებსა და მივლინებებზე გაცემულ თანხებზე ჰპოვა ასახვა. უფლებადამცველის თქმით, 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით თანხები ორჯერ გაიზარდა.

„ თუ 2012 წლამდე 8 და 10 მილიონამდე პრემიების თანხები გაიცემოდა, 2013 წელს გაცემულმა პრემიებმა შეადგინა 17 110 500 ლარი და მივლინებებზ -ე 854 700 ლარი , ხოლო 2014 წელს, რვა თვის მონაცემებით, 12 287 900 ლარი და მივლინებებზე კი – 544 200 ლარი შეადგინა’’, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები