„საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფის პრინციპი არ შეიცვლება“

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფის პრინციპი არ შეიცვლება.
მისივე თქმით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.
“კანონში დაგეგმილი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება, რის შემდეგაც პროექტი პლენარულ სხდომაზე გავა. დღევანდელი შეხვედრისას გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. ეს პროცესი მეორე მოსმენით განხილვების დროსაც გაგრძელდება. ჩვენ მივიღებთ კანონის ისეთ ვარიანტს, რომელიც ერთის მხრივ აამაღლებს ეროვნული ბანკის სანდოობას და მეორეს მხრივ აბსოლუტურად დაიცავს ბიზნესის ინტერესებს”, – განუცხადა ჟურნალსიტებს დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები