„ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს განახორციელებს

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ თხოვნის საფუძველზე, რუსეთის მხარემ კომპანიას, თბილისი-ნოვოსიბირსკის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების უფლება მიანიჭა.

გადაწყვეტილება საქართველოსა და რუსეთის საავიციო ხელისუფლებების ორკვირიანი ინტენსიური კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ნოვოსიბირსკი არ შედის ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ იმ შვიდ ქალაქში, სადაც ქართულ ავიაკომპანიებს რეგულარული ფრენების უფლება გააჩნიათ.

ფრენების დაწყებას ავიაკომპანია მიმდინარე წლის 14 ივნისიდან, კვირაში 1 სიხშირით გეგმავს.

მოსკოვის, სამარას და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ ეს მე-4 მიმართულება იქნება რუსეთის ფედერაციაში, სადაც კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ფრენებს განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები