გორის სამხედრო ჰოსპიტალი მზის წყალგამაცხელებელი სისტემით ისარგებლებს

დღეიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალი მზის წყალგამაცხელებელი სისტემით ისარგებლებს. ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით ჰოსპიტალი ენერგოდანახარჯებს, გადასახადებსა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ენერგოეფექტური სისტემის პროექტი ოფიციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ, სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა რევაზ კუჭუხიძემ და „BP საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა კრის შლუტერმა გახსნეს. მათ ენერგოეფექტურობისა და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

პროექტის ფარგლებში, სამხედრო სამედიცინო დაწესებულების სახურავზე მზის წყალგამაცხელებელი სისტემა განთავსდა, რომელიც ცხელი წყლით მომარაგების არსებულ სისტემას ნაწილობრივ ჩაანაცვლებს. პროექტი „BP საქართველოსა“ და ნავთობისა და გაზის სფეროში მისი პარტნიორების მიერ დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები