“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”: თბილისში წყალი აბსოლუტურად სუფთაა და 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება

ამ დროისთვის თბილისში წყალი აბსოლუტურად სუფთაა და 24-საათიან რეჟიმში კომპანიის ლაბორატორიების მიერ კონტროლდება – ამის შესახებ კომპანია”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, წყლის სიმღვრივის მატება არაგვის ხეობაში მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია.

“რაც შეეხება დღის პირველ ნახევარს, წყლის სიმღვრივის მატება გამოიწვია არაგვის ხეობაში მოვარდნილმა ღვარცოფმა, თუმცა, მიუხედავად სიმღვრივისა, სხვა მაჩვენებლებით, წყალი საქართველოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. სტიქიის გამო შექმნილი მცირედი პრობლემის შესახებ ინფორმირებულია სურსათის ეროვნული სააგენტო. ამ დროისათვის სასმელი წყალი სრულად აკმაყოფილებს ეროვნული სტანდარტის მოთხოვნებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები