უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე სასამართლოში კორუფციის საფრთხეზე საუბრობს

“მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ” დიალოგის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ ჩინჩალაძემ სასამართლოში კორუფციის საფრთხეზე ისაუბრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ნინო გვენეტაძემ მის მოადგილეს კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვა, თუმცა, ჩინჩალაძეს კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრია. მოგვიანებით კი მან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.
“მე ნამდვილად არ ვარ პროკურორი, რომ კონკრეტულ საქმეებზე გესაუბროთ, მაგრამ არის რამდენიმე ნიშანი და რაღაც გარემოებები, რომლებიც მიუთითებს ამ საფრთხეზე. მე ვფიქრობ ეს იქნება დამღუპველი, რადგან რეალურად სასამართლო კორუფციის გარეშე იყო ის მთავარი მიღწევა, რომელიც მოხერხდა, რომ ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღწეულიყო. ეს თუ დაირღვა, ყველანაირ პროგრესსა და ყველანაირ რეფორმაზე საუბარი სასაცილო იქნება. მე გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ არის რაღაც გარემოებები, არის რაღაც ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ სასამართლოში კორუფციის შემოსვლის საფრთხე ძალიან მაღალია. თბილისშიც არის და რეგიონებშიც”, – აღნიშნა მიხეილ ჩინჩალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები