პრემიერმა ახალი ქართული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)

სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების 15 ახალი ნიმუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაათვალიერა. მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, უდაბნოს პირობებისთვის ადაპტირებული ჯავშანმანქანა, სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი სდ-26, სნაიპერული შაშხანები, – მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ეს ახალი ქართული სამხედრო ტექნიკის არასრული ჩამონათვალია. სამხედრო ტექნიკის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია პრემიერს „დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და „დელტას“ თითოეულ თანამშრომელს გაწეული ძვირფასი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. „უპილოტო ვერტმფრენი უნიკალურია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოში ასეთი არის რამდენიმე. ეს არის ძალიან საინტერესო პროდუქტი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფუნქცია, საბრძოლო სადაზვერვო. გარდა ამისა, არის ქართული წარმოების ავტომატები, რომელზეც მუშაობდა ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი და არსებობს ბევრი სხვა პროდუქტი, რომლებზე მუშაობაც საიდუმლო რეჟიმში გრძელდება. ეს არის ძალიან დიდი კაპიტალი, რადგან ქართული პროდუქცია იწარმოება. აქ გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ, გენიოსები ქმნიან ამ პროდუქციას და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას, რადგან ეს არის სახელმწიფოსთვის მეტად საჭირო საქმე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

10421468_863820893708988_193328037969993485_n

11329879_863822013708876_6042329739675578184_n

11351429_863805793710498_5730865963959154728_n

11351467_863821703708907_4419004612078515437_n

11390076_863820947042316_9016406161709671798_n

11390113_863821930375551_2787759141169132356_n

11391757_863820860375658_7137033480293337980_n

11401583_863805790377165_3205689409109022817_n

 

11407068_863805870377157_3351480769224036803_n

11412340_863805873710490_8678499664186942499_n

11425068_863805787043832_514856691752422713_n

11425090_863821977042213_6307257771115490202_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები