პრემიერი რაიმონდს ვეიონისს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაიმონდს ვეიონისს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
“დარწმუნებული ვარ, თქვენი პირადი წვლილის წყალობით საქართველოსა და ლატვიას შორის ტრადიციული მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი სახელმწიფოების საერთო ინტერესების სასარგებლოდ. ამავე დროს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენი ქვეყნის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომლებიც ეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას, ასევე ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. კიდევ ერთხელ, გისურვებთ წარმატებებს”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები