სოზარ სუბარი: გაეროს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეროს მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეზოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ დოკუმენტი გაეროს გენერალურ მდივანს ავალებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებისა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურად გააკეთოს მოხსენება.
მისივე თქმით, ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია მუდმივად იყოს საქმის კურსში.
“გაეროს რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ის ეხება და აღიარებს კიდეც დევნილთა უპირობო დაბრუნებას იმ ტერიტორიებზე, საიდანაც ისინი იძულებით გამოასახლეს. რეზოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ დოკუმენტი ავალებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად გააკეთოს მოხსენება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული, ისე დევნილთა მდგომარეობის შესახებ. ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია მუდმივად იყოს საქმის კურსში, რა ხდება ამ მიმართულებით და ეს საკითხი არ მოიხსნას დღის წესრიგიდან. ასევე რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ის სთხოვს ჟენევის ფორმატში მონაწილე სუბიექტებს, მათაც განსაკუთრებული ყურადღება მიმართონ დევნილთა საკითხებს, მათ მდგომარეობას და უპასუხოდ დაბრუნებას”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები