თინათინ ხიდაშელმა რაიმონდს ვეიონისს ლატვიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა რაიმონდს ვეიონისს ლატვიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. თავდაცვის სამინისტროს პრრესსამსახურის ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა რაიმონდს ვეიონისს წარმატებები უსურვა.
“ვულოცავ ჩემს უკვე ყოფილ კოლეგას. დიდ წარმატებებს და მშვიდობას ვუსურვებ მის ქვეყანას და მსოფლიოს”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.
უწყების ცნობით, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ისეთივე მჭიდრო და ინტენსიური იქნება, როგორც მისი თავდაცვის მინისტრობის დროს. პრეზიდენტად არჩევამდე რაიმონდს ვეიონისს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ლატვია საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომლის პრეზიდენტიც სეიმის მიერ ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა. რაიმონდს ვეიონისმა ამ თანამდებობაზე ანდრის ბერზინში შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები