ნოდარ კერესელიძე ანდრე ფუნგს შეხვდა

ნოდარ კერესელიძე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკისა და თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ანდრე ფუნგს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხედრაზე ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის პროექტების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ ანდრე ფუნგს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ სამუშაოს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომელიც ამჟამად სამინიტროს აქვს.
ანდრე ფუნგის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ესტონეთის გამოცდილების გაზიარება ერთგვარი დახმარება იქნება ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობისთვის.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი რეგულაციების დასანერგად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეწარმეები და ფერმერები ეტაპობრივად გადავიდნენ ახალ სტანდარტებზე და ეს პროცესი არ იყოს ხელისშემშლელი მათი საქმიანობისთვის. ამასთანავე, ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში შევქმნათ ისეთი ბიზნეს კლიმატი, რომელიც მეტ სტიმულს მისცემს ბიზბესწრეებს, აქტიურად განახორციელონ სხვადასხვა პროექტები აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების მიმართულებით“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები