ნოდარ ხადური: ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი მომავალ კვირაში იქნება წარმოდგენილი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი მომავალ კვირაში იქნება წარმოდგენილი. როგორც ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტის კორექტირება ძალიან რთული პროცესია.
“ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. ძალიან რთული პროცესია, რადგან კოლეგებისგან პირიქით, თანხების გაზრდაზეა მოთხოვნა, თუმცა, არსებული ტენდენციების შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხს გავივლით სამინისტროებთან და იმის მიხედვით მოვახდენთ კორექტირებას. ასე რომ, ბიუჯეტს, მომავალ კვირაში წარმოგიდგენთ”, – მიმართა ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრს.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პარლამენტში უკვე შესულია როგორც მიმდინარე, ისე მომავალი წლის პროგნოზებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვა და მას საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტი დღეს განიხილავს.
“დღეს უკვე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს ჩვენ მიერ წარდგენილ პროგნოზებს როგორც მიმდინარე, ისე მომავალ წელთან დაკავშირებით. როგორც ჩვენ შევთანხმდით და დავაზუსტეთ, წლევანდელი ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები 2%-იან ზრდაზეა გათვლილი”, -აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები