გიორგი მარგველაშვილი ელისაბედ II-ს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს დაბადების დღეს ულოცავს.
“ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით. ამ მნიშვნელოვან დღეს, მოხარული ვარ, გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული მადლიერება ჩვენი ქვეყნების პარტნიორობისა და თანამშრომლობისათვის. მწამს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ისტორიული და მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის. თქვენო უდიდებულესობავ, ნება მომეცით, გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება თქვენი ქვეყნისა და ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის”,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები