სტიქიის შედეგად დედაქალაქისთვის მიყენებული ზარალის შესწავლისთვის თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს

გუშინ დედაქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლისთვის, თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, გუშინდელი სტიქიის შედეგად დაზიანდა გზის სავალი ნაწილები.
“ამ ეტაპისთვის გზების ძირითადი ნაწილი გახსნილია. აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის სამსახურებთან ერთად. გადაადგილების პრობლემა არ არის, დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომელსაც მივხედავთ და პრობლემებიც აღმოიფხვრება”, – აღნიშნა ავთანდილ სუდაძემ.
ძლიერმა წვიმამ და ქარმა წუხელ თბილისში სერიოზული პრობლემები შექმნა. დატბორა რამდენიმე ქუჩა, ქარმა წააქცია ხეებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები