ირაკლი ღარიბაშვილი: მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე პირადად მე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს

მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე პირადად მე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს და გუნდში, ვიცი, რომ ამ საკითხზე საერთო აზრი არ არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის შეფასებით, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მომავალი თაობისთვის სავალალო შედეგებს მოიტანს.
“მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე პირადად მე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს და გუნდში, ვიცი, რომ ამ საკითხზე საერთო აზრი არ არის. ეს იქნება ჩვენი ნარკოპოლიტიკის აბსოლუტურად გადახედვა. ამიტომ შედეგებს სჭირდება ძალიან კარგი გააზრება. ახალგაზრდები ამ საკითხზე ემოციურად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან პრინციპული თემა. ჩვენ ვალდებულები ვართ, სავალალო შედეგებზე დავფიქრდეთ და გავიაზროთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ საუბრობს მთის განვითარებაზე, დემოგრაფიის საკითხებზე და საუბრობენ იმაზე, რომ თავისუფლად მოწიონ ქუჩებში მარიხუანა.
“ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შევუქმნათ ახალგაზრდებს ბედნიერი მომავალი. უნდა ვიფიქროთ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესზე და არა მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე, რასაც შემდგომ შესაძლოა, მოჰყვეს მისი ლეგალიზაციის მოთხოვნა და საბოლოოდ მივიღებთ მომავალი თაობებისთვის სავალალო შედეგებს. სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ საუბრობს მთის განვითარებაზე, დემოგრაფიის საკითხებზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს და საუბრობენ იმაზე, რომ თავისუფლად მოწიონ ქუჩებში მარიხუანა. ვისაც სურს, თუ ასე ძალიან უნდათ, ეს მოუწოდონ თავიანთ შვილებს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ მარიხუანის პირველ მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული და ამ შემთხვევაში კანონმდებლობა პირისთვის 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები