“უახლოეს მომავალში შეიტყობთ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს“

 მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოება შედეგებს უახლოს მომავალში გაიგებს. თემასთან დაკავშირებით მან ტელეკომპანია GDS-ის ეთერში ისაუბრა. „აღნიშნულ საქმეზე მუშაობა გრძელდება, რათა მკვლელობის ჩამდენები დაისაჯონ. ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ეს გამოწვეულია საქმეზე არსებული საჭიროებიდან გამომდინარე. მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო და საზოგადოებას შევპირდე, უახლოეს მომავალში შეიტყობთ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა შოთაძემ. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი რამდენიმე თვის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები