139-ე საჯარო სკოლის დირექტორი: იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ყველა მოსწავლე საავადმყოფოდან უკვე გაწერეს

 

თბილისის 139-ე საჯარო სკოლიდან იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ყველა ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. სკოლის დირექტორის თქმით, ის პირადად ესაუბრა ბავშვების მშობლებს და მათგან მიიღო ინფორმაცია, რომ ბავშვები კარგად გრძნობენ თავს. მისივე თქმით, სკოლაში საგანგებო სტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მუშაობა დაასრულეს.

მისი თქმით, სკოლაში არანაირი მომწამლავი ნივთიერება არ აღმოჩნდა. დღეს 139-ე სკოლის მეხუთე კლასში 10 ბავშვი შეუძლოდ გახდა. 6 ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსწავლეები მოწამლულები იყვნენ, თუმცა იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ფაქტი არ დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები