ნინო სურგულაძის ფონდი “ნატვრის ხე”‘ “სოკართან” ოფიციალურ მემორანდუმს აფორმებს

 

ნინო სურგულაძის ფონდი “ნატვრის ხე” და კომპანია “სოკარი” მიმდინარე წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. საქართველოში “სოკარის“ წარმომადგენლობის დირექტორი მაირ მამედოვი და ნინო სურგულაძე ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას მედიისთვის გაკეთებენ, სადაც ისაუბრებენ ფონდისა და კომპანიის ურთიერთთანამშრომლობის მიზნებზე. ნინო სურგულაძის ფონდი “ნატვრის ხე” 2014 წელს დაფუძნდა და 2 მასშტაბური საქველმოქმედო მარათონი-კონცერტი გამართა, საიდანაც შემოსული თანხით ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა. ხელმოწერის ცერემონია “სოკარის” სათავო ოფისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები