ბიზნესმენი “წართმეული ქონების სანაცვლოდ” მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი სახლის დაკავებას აპირებს

 

ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი სახლის დაკავებას აპირებს.

ის აცხადებს, რომ ამ ქმედებით “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებული ბიზნესმენების საქმეების იგნორირებას აპროტესტებს.

შოშიაშვილი დღეს ოჯახთან ერთად ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან მივიდა. ის ყოფილი პრეზიდენტის სახლში შეშვებას ითხოვდა. იქვე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებმაც მას წინააღმდეგობა გაუწიეს. მისი თქმით, 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იძულებით აყიდვინეს გრემის კულტურის სახლის შენობის ნანგრევები. როგორც შოშიაშვილი ამბობს, ახალ ხელისუფლებას მიმართა, თუმცა პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ მოყოლია, სწორედ ამას აპროტესტებს ის ყვარელში და არ აპირებს ტერიტორიის დატოვებას, ვიდრე მას ხელისუფლების წარმომადგენლები და აშშ-ს ელჩი არ შეხვდებიან. “21012 წელს მივმართე საქართველოს პროკურატურას, წარვადგინე ყელა მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს უკანონო ჩატარებული აუქციონის შედეგად, აქედანვე 200 მეტრში გრემის კულტურის სახლის ნანგრევები“ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაყიდინა მილიონად“,- აცხადებს ვალერი შოშიაშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც ყვარელში იმყოფებიან, აცხადებენ, რომ შოშიაშვილი მისულია გაუგებარი მოთხოვნებით და პროვოკაციის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები