ნიკა მელია: მერიაში შესყიდვები ტენდერის გარეშე ხორციელდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ დედაქალაქის მერიაში შესყიდვები ტენდერის გარეშე ხორციელდება. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას ტენდერის გარეშე, გასული წლის პირველი აგვისტოდან მიმდინარე წლის მაისამდე, 1 579 070 ლარის ავეჯი აქვს შეძენილი, კომპიუტერულ ტექნიკაში 448 984 ლარი დაიხარჯა, სატელეფონო საუბრებში – 535 166 ლარი, საწვავში – 2 632 657 ლარი, გასართობ ღონისძიებებში კი – 331 706 ლარი.
მან ყურადღება გაამახვილა მერიის მიერ გასულ წელს 100 მილიონ ლარზე მეტი თანხის, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 40 მილიონი ლარის აუთვისებლობაზეც. მისი თქმით, 140 მილიონი ლარი შესამჩნევად დაეტყობოდა დედაქალაქს, როგორც სოციალურ, ასევე, ინფრასტრუქტურულ ნაწილში. “დედაქალაქის არაკვალიფიციური მთავრობა ნაკლებად დარდობს თბილისელების პრობლემებს და ამის მოგვარების ნაცვლად ისევ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები