ახმეტისა და საგარეჯოს რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები წარმატებით დაიშალა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრიs „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 3 ივნისის 06:00 საათიდან კახეთის რეგიონში სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით მოძრავი ღრუბლის ფრონტი დააფიქსირა.
„დელტას“ ინფორმაციით, 07:00 საათისთვის ახმეტისა და საგარეჯოს რაიონების თავზე ორი სეტყვასაშიში ღრუბლის მასა წარმოიქმნა, რომელშიც ფორმირების პროცესში მყოფი 10 მმ რადიუსის მქონე სეტყვის მარცვლები შეინიშნებოდა.
08:40 საათისთვის კი, სროლების ნებართვის მიღების შემდეგ, „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა ღრუბლების მიმართულებით რაკეტები გაისროლა. დამუშავება 09:05 საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ღრუბლების მასების ძირითადი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები