საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ინიციატივას, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალური კონფერენციაზე ისაუბრა, საფრანგეთის დელეგაციის დადებითი შეფასება მოჰყვა.

“ელექტრონული პეტიციების პორტალი – Ichange.ge კიდევ უფრო აამაღლებს საზოგადოების მონაწილეობას ქვეყნის მმართველობაში და გააძლიერებს მთავრობის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტებს. ელექტრონულ პეტიციაზე 5 ათასი ხელმოწერის შემთხვევაში, საკითხი განსახილველად მთავრობის სხდომაზე გავა. ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება“-აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრემიერმა სპეციალური შოურუმი დაათვალიერა, ასევე კონფერენციის დელეგატებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

18892_863334393757638_1738065000594583416_n

11393191_863334247090986_7335199427119164888_n

11393199_863334240424320_6254340416157396049_n

11401034_863334370424307_1615257773605891195_n

11407139_863334357090975_8985608210751116997_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები