EBRD-ის მიერ გამოყოფილი 120 მილიონი ბიუჯეტში მიიმართება

EBRD-ის მიერ გამოყოფილი 120 მილიონი ბიუჯეტში მიიმართება, – ამის შესახებ „20/30“-ის წევრმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ექსპერტმა გიორგი ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ცოტა ხნის წინ ორი საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ 120 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
„მიღებული თანხით საქართველოში საჭირო და მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება. თანხები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში; დაფინანსდება საჯარო და კერძო სექტორებში მიმდინარე ეკონომიკური, საჯარო ფინანსების მართვის, აგრეთვე, ჯანდაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების, შესყიდვების სისტემის სრულყოფის რეფორმები. აგრეთვე გათვალისწინებულია, ქვეყნის ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა, რომლის მიზანია სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური კონტროლის გაძლიერება, ბიუჯეტის დაგეგმვის და სამოქალაქო სერვისების სისტემის რეფორმის გაუმჯობესება, სოციალური ხარჯების ეფექტურობის უზრუნველყოფა. კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, საფინანსო სექტორის განვითარება და ექსპორტის შესაძლებლობების ზრდა. რათა საქართველოში დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და შეიქმნას ახალი საწარმოები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და დასაქმებას”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტები  მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის 2014-2017 წლების სტრატეგიასთან თანხვედრაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები