როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, საბავშვო ბაღებში მომავალი სასწავლო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია ივლისის პირველ რიცხვებში დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ბაღებში ძირითადი სასწავლო პროცესი 30 ივნისს დასრულდება. ხოლო პირველი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით 25-მდე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი გაგრძელდება ე.წ. ზაფხულის სეზონისთვის. ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც ზაფხულში იმუშავებს, ბაღების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები