აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსად მუხრან ვახტანგაძე ინიშნება

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი, ორგზის მსოფლიოს თასის მფლობელი, ევროპის პრიოზიორი, ღირსების ორდენის მფლობელი, ვახტანგ გორგასლის მესამე და მეორე ხარისხის ორდენოსანი, სპორტის რაინდი და სხვა ტიტულების მფლობელი მუხრან ვახტანგაძე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპატრამენტს უხელმძღვანელებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ გააჟღერა. მუხრან ვახტანგაძე დღეს ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორია. დეპარტამენტის უფროსად მის დანიშვნას აჭარაში მოქმედი 31 სპორტული ფედერაცია და საქართველოს ვეტერანი სპორტსმენები ითხოვდნენ და ხელმოწერებიც კი შეაგროვეს.

აღნიშნულ თემაზე საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ირაკლი დოლაბერიძემაც ისაუბრა: „მუხრან ვახნაგაძეს ვიცნობ, როგორც გამოჩენილ ქართველ სპორტსმენს, მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების პრიზიორს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის კურსდამთავრებულს და, შესაბამისად, სპორტის სპეციალისტს, რომელიც დღემდე ამ სფეროში მოღვაწეობს. აბა, ვინ, თუ არა სწორედ ასეთი ადამიანი? ჩვენ არ გვყავს დასაკარგი კადრები. მუხრან ვახტანგაძეს ვიცნობ, როგორც სპორტის სპეციალისტს, გამოჩენილ ქართველს და მოჭიდავეს.“

შეგახსენებთ, რომ აჭარაში სპორტის დეპარტამენტს მერაბ ნაგერვაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც სპორტთან კავშირი არ ჰქონია და ფედერაციებთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. სპორტულ ფედერაციებთან დაპირისპირების გამო ის აჭარის მთავრობის მეთაურმა გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ნაგერვაძე მურმან დუმბაძის კადრი იყო და ლობირებდა კიდეც. სწორედ მურმან დუმბაძე ეწინააღმდეგებოდა მუხრან ვახტანგაძის დანიშვნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები