პრემიერი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

ეკონომიკური პროცესები, მაკროეკონომიკური და საპროგნოზო მაჩვენებლები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეხვედრის მთავარი თემები.
პრემიერმა ექსპორტის დინამიკაში, სოფლის მეურნეობაში, სასტუმროების სექტორში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებსა და ტურისტების რაოდენობის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მარკ გრიფითსმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში ორკვირიანი მუშაობის განმავლობაში გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ რეგიონში შექმნილმა ვითარებამ და საგარეო ფაქტორებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა, როგორც უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, ასევე ექსპორტსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და იმედი გამოთქვეს, რომ ვითარება უახლოეს მომავალში დარეგულირდება.

11048758_861979960559748_5215360829699699098_n

11140202_861979967226414_7601562787908604491_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები