სოზარ სუბარი კანონმდებლებს სამინისტროს ანგარიშს გააცნობს

საქართველოს პარლამენტში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს ელოდებიან. მინისტრი კანონმდებლებს სამინისტროს ანგარიშს გააცნობს. სოზარ სუბარს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოუსმენენ, ის კანონმდებლებს სამომავლო გეგმებზე მიაწვდის ინფორმაციას და მათ შეკითხვებს უპასუხებს.
როგორც უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, დღეს ანგარიშის მოსმენის მეორე ნაწილი იგეგმება, რომელიც ჩატარებული სამუშაოების შეფასებას და დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება. „იგეგმება უკვე ანგარიშის მეორე ნაწილის მოსმენა, რომელიც ეხება სამინისტროს მიერ ამ მოკლე პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შეფასებას და დაგეგმილ ღონისძიებებს. კომიტეტისთვის ეს არის ანგარიშვალდებულების და საპარლამენტო კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით კარგი მაგალითი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები