შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში დასრულდა
საკრებულოების შუალედური არჩევნები სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში დასრულდა. საარჩევნო უბნები საღამოს 8 სთ-ზე დაიხურა და საუბნო საარჩევნო კომისიებში უკვე დაიწყო ხმების დათვლის პროცესი.
არჩევნებმა ყველანაირი პროცედურული დარღვევების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა.
როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში 20:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიგინგზე განაცხადა, 20:00 საათის მონაცემებით სენაკში არჩევნებში მონაწილეობა 979-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 74,45%-ია, ხოლო ზუგდიდში აქტივობამ 63,54 % (732 ამომრჩეველი) შეადგინა.
არჩევნების წინასწარ შედეგებს, საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში წარმოადგენს.
ბრიფინგის ბოლოს ანა მიქელაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისთვის და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალე გარემოში წარმართვისთვის.