გია გეწაძე: მიხეილ სააკაშვილის მიზანი საქართველოს დეოკუპაციისთვის ზრუნვაა

მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციას ემსახურება – ასე შეაფასა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემ მიხეილ სააკაშვილის ოდესას ოლქის გუბერნატორად დანიშვნა.
როგორც გეწაძემ „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, სააკაშვილისთვის ოდესას გუბერნატორობაზე თანხმობის გაცხადება სარისკო ნაბიჯი იყო, რადგან ერთი მხრივ, ოლქს ფრონტის ხაზი რუსეთთან აქვს და მეორე მხრივ, ოდესაში კორუმპირებული სისტემაა.
“მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი უკრაინაში და მისი ფუნქცია და მიზანი საქართველოს დეოკუპაციისთვის ზრუნვაა. შესაძლოა, მისთვის ძალიან სარისკო იყო ოდესის ოქში გუბერნატორობაზე თანხმობის განცხადება, რადგან ეს არის ერთი მხრივ, ფრონტი ხაზი ოკუპანტ რუსეთთან და მეორე მხრივ, საკმაოდ კორუმპირებული სისტემა, რომელსაც სჭირდება გაწმენდა და სწრაფი რეფორმები და მან გადაწყვიტა ძირეული რეფორმების გატარება, პოროშენკოს მრჩევლის პოზიციის პარალელურად“, – განაცხადა გია გეწაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები