პრემიერ-მინისტრმა საამართალდამცველებს პოლიციელის დღე მიულოცა

მე მინდა ყველას მოგილოცოთ პოლიციელთა პროფესიული დღე, მე ვულოცავ ამ დღეს თოთოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ შემადგენლობას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა გარდაცლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის შვილსაც მიმართა და განაცხადა, რომ ის გმირი მამის შვილია.
„მე მინდა ყველას მოგილოცოთ პოლიციელთა პროფესიული დღე, მე ვულოცავ ამ დღეს თოთოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ შემადგენლობას. მე მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ყველა პოლიციელს, რომელმაც ღირსეულად ატარა პოლიციელის მუნდირი. მე მინდა ეს დღე მივულოცო ყოფილ პოლიციელებს, იმ ღირესეულ გმირებს, რომლებიც ღირსეულად იცავდნენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენს სახელმწიფოს. პოლიციელის საქმიანობა არის მეტად საპასუხისმგებლო, ეს არის ძალიან რისკიანი საქმე, რომელიც ძალიან ხშირად სრულდება ტრაგიკულად, თქვენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახართ. მე აქ ვხედავ გარდაცვლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის ვაჟკაც შვილს, რომელიც მჯერა, რომ ღირსეული პოლიციელი გაიზრდება. მე მინდა გითხრა პატარა ვაჟკაცო, რომ ღირსეული, გმირი მამის შვილი ხარ, რომელიც გმირულად დაიღუპა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის. მე ქედს ვიხრი თითოეული გარდაცვლილი პოლიციელის ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები