“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

 

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე მთავარი თემა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საარჩევო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივაა.

როგორც უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, მსჯელობა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებზე იქნება.

„ჩვენ პოლიტსაბჭოს ფორმატში სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებს განვიხილავთ, ეს უფრო მეტად მიმდინარე სასესიო პერიოდში მისაღებ გადაწყვეტილებებს ეხება, მაგრამ ცენტრალური საკითხი, რაზეც მსჯელობას ვაპირებთ, არის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს შესაბამისობა კანონმდებლობაში მოვიყვანთ“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები