“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის არჩევნები სამ კვირაში გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის არჩევნები სამ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული.
“დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, პარტიის აღმასრულებელი მდივნის არჩევაზე. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების და პარტიის წესდების შესაბამისად, აღმასრულებელი მდივნის არჩევნები სამი კვირის ვადაში გაიმართება”, – ნათქვანია განცხადებაში.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ზურაბ ჯაფარიძემ და ასევე სამმა წევრმა –  პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ პარტიის რიგები რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები