თბილისის მერიაში Qmatic-ის რიგის მართვის სისტემა დაინერგა

თბილისის მერიაში QMATIC-ის რიგის მართვის სისტემა დამონტაჟდა. დროული სერვისი, გამარტივებული მენეჯმენტი (Management Portal), პერსონალის მუშაობის ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ზრდა, მოლოდინის დროისა და კონფლიქტები შემცირება, მოქალაქეების კმაყოფილების დონის მატება, იმ შედეგების მხოლოდ ნაწილია, რომელთაც ელექტრონული რიგის დამონტაჟება გამოიღებს. პროექტი, კავკასიაში QMATIC-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, Ngt Group-მა განახორციელა, მასვე დაევალა სისტემის მონიტორინგი და ტექნიკური მხარდაჭერა.
QMATIC-ი შვედური კომპანიაა, რომელმაც მსოფლიოში პირველმა დანერგა რიგის მართვის სისტემები და დღემდე 122 ქვეყანაში 65 ათასი ინსტალაციით ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს. 2007 წელს კავკასიაში მისი პრემიუმ პარტნიორი Ngt Group გახდა. საქართველოში რიგის მართვის სისტემების 95% QMATIC-თან თანამშრომლობით სწორედ Ngt Group-ის დანერგილია. 8 წლის განმავლობაში შვედური რიგის მართვის სისტემა დაინსტალირდა 400-ზე მეტ ობიექტში, მათ შორის იუსტიციის სახლში (თბილისი, რუსთავი, ახალციხე, ოზურგეთი, ბათუმი, მარნეული, ქუთაისი, თელავი, გურჯაანი, გორი, ყვარელი), TBC-ში, საქართველოს, Liberty, ProCredit და VTB ბანკებში, „ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ ოფისებში, შემოსავლების სამსახურში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ალდაგი BCI-ში. სამედიცინო სექტორში Qmatic-ის რიგის მართვის სისტემით სარგებლობენ კურაციო, სამედიცინო კორპორაცია-ევექსი, ჩიჩუას თვალის კლინიკა, გორის სამხედრო ჰოსპიტალი, ჟვანიას კლინიკა და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები