შს მინისტრი: 2011 წლის 26 მაისის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და, დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, დამნაშავეები დაისჯებიან

2011 წლის 26 მაისის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, დამნაშავეები დაისჯებიან, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ოთხი წლის წინანდელი მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

“ამაზე გამოძიება მიმდინარეობს. მე ბევრჯერ განმიცხადებია, რომ თუ გამოვლინდა დანაშაული, დასასჯელი დაისჯება და თუ არ გამოიკვეთა დანაშაული, ვერ დავსჯით. კანონი უზენაესია, მოსამართლე წყვეტს, ვინ არის დასასჯელი და ვინ – არა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

2011 წლის 26 მაისს, გამთენიისას სამართალდამცველებმა სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქცია დაშალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები