ნანა გუგუტიშვილი გორის რაიონის საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს შეხვდა

გორის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროკურორი ნანა გუგუტიშვილი გორის რაიონის რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეს შეხვდა.
პროკურატუყრის ინფორმაციით, პროკურორი მოსწავლეებს სისხლის სამართლის ცალკეულ საკითხებზე ესაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურორის პროფესიის და მისი მუშაობის სპეციფიკის განხილვას.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის როლზე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და უფრო დეტალურად გაერკვიათ მათთვის საინტერესო საკითხები. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მოზარდების სამართლებრივი ცოდნის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები