პარლამენტის დელეგაცია ესპანეთს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, 21-22 მაისს ესპანეთს ეწვევა.

პარლამენტის ცნობით, ვიზიტის პირველ დღეს დავით უსუფაშვილი და დელეგაციის წევრები შეხვედრებს ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტთან, ხესუს პოსადასთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის თავმჯდომარესთან, სამთავრობო სახალხო პარტიის დეპუტატთან, ბეატრის როდრიგეს სალმონესთან და საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში, ინიგო მენდეს ვიგოსთან გამართავენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ესპანეთის სენატის თავმჯდომარეს, პიო გარსია-ესკუდეროს შეხვდება.

ქართველი დეპუტატები, მადრიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი ინტერვიუს მისცემს ადგილობრივი პრესის(„El Mundo” და „ABC”) წარმომადგენლებს.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში, დავით უსუფაშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები-ზვიად კვაჭანტირაძე და ირაკლი ჩიქოვანი შედიან, ესპანეთში ვიზიტს 23 მაისს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები