სოზარ სუბარი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან, მოლაპარაკების გამართვის მიზნით, სტამბოლში გაემგზავრნენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებს შეისწავლის. დღემდე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან 7 შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას წინ უძღოდა სამუშაოები, როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, რომლის დროსაც 10-ზე მეტი სამარხია იდენტიფიცირებული.

მოლაპარაკების შედეგად, 2014 წლის გაზაფხულზე არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგების მონაწილეობით განხორციელდა ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია.

იდენტიფიცირების მიზნით, 30 ნეშტი გადმოსვენებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ-პროფილები და დაღუპლთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისათვის ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები