საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა” და ასოციაცია „კათარზისს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა” და ასოციაცია „კათარზისს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი ღონისძიებები და პროექტები. კოლეჯი დახმარებას გაუწევს ასოციაციას სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში.
სათნოების სახლ „კათარზისის“ აქციას – „მე მიყვარს მოხუცები – მეც დავბერდები“ ასევე შეუერთდნენ კოლეჯ „სპექტრის“ პედაგოგები და პროფესიული სტუდენტები.
აქცია რამდენიმე თვეა, დაიწყო და მასში სხვადასხვა სფეროს როგორც ცნობილი სახეები, ისე რიგითი მოქალაქეები ერთვებიან.
საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი ”კათარზისი” 1990 წელს დაფუძნდა. ”კათარზისი“ (სათნოების სახლი) ეს არის კომპლექსური დახმრების ცენტრი, სადაც თავმოყრილია ის გადაუდებელი სოციალური სამსახურები, რომლებიც აქტუალურია მოსახლეობისათვის. “კათარზისის” ფილიალები ფუნქციონირებს საქართველოს 6 ქალაქსა და რაიონში, 1994 – 2009 წლებში ფუნქციონირებდა აგრეთვე მოსკოვში. “კათარზისის” დამფუძნებელია ზაურ (ოლეგ) ალადაშვილი.