თბილისის მერი მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია მშენებლობისა და ინტერიერის მე-20 საერთაშორისო გამოფენას დაესწრო. გამოფენა სახელწოდებით Caucasus Build 2015 20-23 მაისს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა. თბილისის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

“ეს გამოფენა თბილისში მეოცედ იმართება, მაგრამ ასეთი მასშტაბური არასდროს ყოფილა. გამოფენაზე 21 ქვეყნის 200-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. ღონისძიება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მშენებლობასა და ინტერიერის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებია წარმოდგენილი. გამოფენაზე ძალიან ბევრი ვიზიტორი ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან და მსგავსი ღონისძიებები თბილისს სულ უფრო მეტად სძენს რეგიონის ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოფენაზე წარმოდგენილია თურქეთის, პოლონეთისა და ირანის ნაციონალური სტენდები, ასევე, ღონისძიების პარალელურად ჩატარდება გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მიერ ორგანიზებული Expo Germany, სადაც წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი გერმანული კომპანია.

“Caucasus Build” 2015-ზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო ტექნიკის ფართო სპექტრი, ადგილობრივი და უცხოური კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ სამშენებლო მასალებს (ბლოკები, ბორდიურები, ქვაფენილები და სხვა), გზების სარეაბილიტაციო ტექნოლოგიებს (ასფალტის ფრიზების, ცივი და ცხელი რეციკლირების, გზის მარკირების მანქანები), გამოფენა ასევე მოიცავს ინოვაციურ და უნიკალურ ტექნოლოგიებს სამშენებლო სისტემებში. წელს პირველად გამოფენაში მონაწილეობს ლატვიური კომპანია Inspect Latvia, რომელიც უდიდესი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოა სამშენებლო სფეროში და გასცემს ევროპის ყველა ქვეყანაში აღიარებულ სერტიფიკატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები