ალეკო ელისაშვილი: მჭადის ფქვილივით აყრიან ასფალტს გზებს

„მერის თუ გამგებლის მოადგილის კაბინეტი არის ფულის დაზგა და დილიდან-საღამომდე მარტო იმას ფიქრობენ, ახლა ჩემი დროა და მოდი, ახლა მე ვიშოვი ფულსო“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, თბილისის მერიასა და საკრებულოში ბევრი შემთხვევითი ადამიანი მუშაობს.
მისივე თქმით, დავით ნარმანია თბილისის მერობისთვის მზად არ იყო.

“თბილისის საკრებულოსა და მერიაში ძალიან ბევრი შემთხვევითი ადამიანია მოხვედრილი. მერიაში მივიდნენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მერის თუ გამგებლის მოადგილის კაბინეტი არის ფულის დაზგა და დილიდან-საღამომდე მარტო იმას ფიქრობენ, ახლა ჩემი დროა და მოდი, ახლა მე ვიშოვი ფულსო. ამიტომ ინგრევა ქალაქი, ამიტომ არის ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

დაიკარგა კონტაქტი ხალხთან, ხალხი თავისთვის გმინავს, ხელისუფლება თავისთვის არის. ეს არის იმის შედეგი, რომ ძალიან ბევრი არაკვალიფიციური, ბევრი შემთხვევითი ადამიანია იქ. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თბილისის მერიდან დაწყებული… იმიტომ, რომ დავით ნარმანია არ იყო მზად მერობისთვის.

მას მხარი დავუჭირე, მაგრამ არ არის ეს ადამიანი მზად იმისთვის, რომ გაწიოს ეს ჭაპანი. ერთი სიტყვა არ დაუსველებია თბილისის მერს გზები რომ ასეთ მდგომარეობაშია, მჭადის ფქვილივით რომ აყრიან ასფალტს გზებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები