თაკო სალაყაიას პროკურატურაში გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკითხავენ

  მთავარ პროკურატურაში თამარ სალაყაია-მერაბიშვილი მოწმის სახით დაიბარეს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების კითხვები სანდრო გირგვლიანის მკვლელობას უკავშირდება.
„2014 წლის 21 იანვარს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით დაბარებულია თამარ სალაყაია-მერაბიშვილი. გამოძიების კითხვები უკავშირდება იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლის ფარგლებშიც შეისწავლება, როგორც ალექსანდრე გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, ასევე, ამ დანაშაულის საქმეზე ჩატარებული გამოძიების კანონიერება. ვინაიდან, დასაზუსტებელია რომ 2006 წლის 28 იანვარს, “შარდენ ბარში“ განვითარებული მოვლენები წინ უსწრებდა და უშუალოდ დაკავშირებულია გირგვლიანისა და ბუხაიძის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან, საჭირო გახდა დანაშაულის ჩადენის დღეს, ზემოაღნიშნულ ბარში, სხვა პირებთან ერთად მყოფი თამარ სალაყაიას მოწმის სახით დაკითხვა. განახლებული გამოძიების ფარგლებში თამარ სალაყაია იკითხება პირველად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები