თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე საკითხს 41 მომხრე ჰყავდა , თავი ორმა დეპუტატმა შეიკავა. სულ ხმის მიცემაში 43 დეპუტატი მონაწილეობდა.
თბილისის საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის მოცულობა 785 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო -ს თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცების ფაქტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგნაირად გამოეხმაურა: აი, რას მიიღეებს თბილისი ჩვენს მიერ შედგენილი ბიუჯეტის დამტკიცებით:
1. ლეიკემიით, სოლიდური სიმსივნით, ჰემოფილიით, კარდიო და სხვა ურგენტული/გადაუდებელი დაავადებებბის მკურნალობის დაფინანსებას 2. უახლოეს დღეებში იაშვილის კლინიკას 90 000 ლარი ჩაერიცხება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების კვებისთვის 3. აშენდება ახალ საბავშვო ბაღები4. აშენდება ჰოსპიტალი ვეტერანებისთვის 5. მეწარმეთა ხელშეწყობისთვის გამოიყოფა 9 მილიონი 6. გამაგრდება ავარიული სახლები 7. სასწრაფო დახმარების ცენტრის უკეთესი ფუნქციონირებისთვის გაჩნდა თანხები 8. აშენდება დანგრეული სახლები 9. გაჩნდა ფული უსახლკაროებისთვის10. ქალაქში ავტო-გადაადგილების გასამარტივებლად გმირთა მოედნიდან ლაგუნა ვერეს და ვაშლიჯვრიდან დიღმის მიმართულებით აშენდება ხიდები და მრავალსართულიანი ავტო-სადგომი.
“ ეს არ არის სრული ჩამონათვალი. დანარჩენს თანმიმდევრულად გაგაცნობთ. და ეს იმ ფონზე მოვახერხეთ, როცა მერიას ისევ “ნაციონალური მოძრობა” მართავს. ამ სამთვიანმა საბიუჯეტო ბრძოლამ შედეგი მოიტანა“,-აღნიშნავს გაბუნია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები