“ახუნდოვ ჰაუსმა” და ფონდმა “დღეს” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

“ახუნდოვ ჰაუსის” კომპლექსის დირექტორმა ლელა მოწონელიძემ და ფონდ “დღეს” დამაარსებელმა ნინელი ჭანკვეტაძემ 14 მაისს, “ახუნდოვ ჰაუსის” საბიბლიოთეკო დარბაზში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 11262238_375088596019865_556464875_nგააფორმეს.
ერთი მიზანი, ერთი ხედვა და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა – ეს ორი ძალა სწორედ ამ ფაქტორებმა გააერთიანა.
პორტალ “კვირას” საინფორმაციო მხარდაჭერით, მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი “ხიდი – თაობიდან თაობაში”, რომელიც ცნობილი მწერლების, პოეტებისა და ლიტერატურის მოღვაწეების შემოქმედების ახალგაზრდა თაობაში გაცნობა-პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
სტუდენტები კი, თავის მხრივ, საკუთარ ნაშრომებს, მოსაზრებებსა თუ შეხედულებებს ცნობილ მწერლებს, პოეტებსა და პუბლიცისტებს გაუზიარებენ.
შეხვედრები “ახუნდოვის” ბიბლიოთეკაში გაიმართება.
როგორც “ახუნდოვ ჰაუსის” კომპლექსის დირექტორმა ლელა მოწონელიძემ “კვირას” განუცხადა, “ახუნდოვის სახლი” მსგავს ინტელექტუალურ და კულტურულ ღონისძიებებს ხშირად მასპინძლობს, თუმცა, რაც შეეხება, სტუდენტებისა და ლიტერატურის ცნობილი მოღვაწეების შეხვედრას, ამ პროექტის ფარგლებში, პირველად უმასპინძლებს.
“მოხარულები ვართ, რომ “ახუნდოვის” ბიბლიოთეკაში გაიმართება ცნობილი 11287374_375088606019864_961288732_nმწერლებისა და პოეტების სტუდენტებთან შეხვედრა. ჩვენ ვიცით რა ამ შეხვედრებისა და დიალოგების უდიდესი მნიშვნელობა, გვაქვს დიდი მოლოდინები, მოლოდინები იმისა, რომ ახალგაზრდა თაობაში მეტად განმტკიცდება კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება. მიეცემათ მათ საკუთარი შემოქმედებისთვის მეტი ასპარეზი და მიხარია, რომ “ახუნდოვის სახლი” ამ წამოწყების მასპინძელია. ჩვენი გალერეა და კაფე “მონსიე ჯორდანი” ხშირად მასპინძლობს საქველმოქმედო საღამოებსა და კულტურულ ღონისძიებებს, თუმცა თაობიდან თაობას შორის ხიდის ამპლუა ჩვენთვის ახალია და ისეთივე მოლოდინებით სავსე, როგორიც თავად ამ თაობების წარმომადგენლებს აქვთ”, – განაცხადა ლელა მოწონელიძემ.
რაც შეეხება მემ11269924_375088652686526_486270187_nორანდუმის მეორე მხარეს, კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ “დღეს”, ფონდის მიზანი, ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, ახალგაზრდა თაობის ნიჭის აღმოჩენა და განვითარებაა. ფონდის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მართავენ შეხვედრებსა და სპექტაკლებს. ფონდმა მარტვილში უკვე წარადგინა სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.
ახლა კი ჯერი ფოთზეა.
რატომ ფოთი და რას ელოდება ფოთის ადგილობრივებისგან, – ამის შესახებ ნინელი ჭანკვეტაძე “კვირას” ესაუბრა.
“მეკითხებიან, რატომ ფოთი?! ალბათ, იმიტომ რომ ჩემმა ბოლო ვიზიტმა ფოთში მძაფრი განცდები დამიტოვა. ფოთის მდგომარეობა არასახარბიელოა. მტკივა ის, რომ მკვდარი ქალაქია, თუნდაც ის, რომ კინოთეატრი არ აქვთ და ფილმის სანახავად ფოთელები ბათუმში დადიან. სანამ ფოთის სუნთქვას არ ვიგრძნობ, არ შევეშვები. მინდა, იმ კულტურულმა და შემეცნებითმა ღონისძიებებმა, რასაც ჩვენი ფონდი გეგმავს, ქალაქი გააცოცხლოს. დარწმუნებული ვარ, მიტოვებულ და საპატრონო რეგიონებს გავაცოცხლებთ და გავაძლიერებთ. კულტურის გარეშე ვერც ერთი რეგიონი და, შესაბამისად, ქვეყანა ვერ გაძლიერდება. ნიჭიერი, ძლიერი, შემოქმედებითი ახალგაზრდები სჭირდება ქვეყანას და ამიტომ დავისახეთ მიზნად ამ ადამიანების აღმოჩენა და მათი პატრონობა. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ფონდმა ყველასთვის ცნობილი, უნიჭიერესი მუსიკოსის, 11253788_375088566019868_453969247_n
ვაჟა მანიას სწავლა დააფინანსა. ჩვენ მსგავს აქტივობებს ვაგრძელებთ და თითოეული ნიჭიერი ახალგაზრდის გვერდით ვიდგებით, როგორც მათი ქომაგი და პატრონი”, – განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ “ახუნდოვ ჰაუსის” კუთვნილ ფრანგულ კაფეში, “მონსიე ჟორდანი” , პოეზიის საღამო გაიმართა.
საღამოს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ერთ-ერთმა სტუდენტმა ვახო კამკამიძემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ლექსები წარუდგინა.
ვახო სამი წელია ლექსებს წერს და მისი პოეზია სტუდენტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მისი ლექსების კრებულის გამოცემაზე ფონდი „დღეს“ და „ახუნდოვ ჰაუსი“ იზრუნებენ.
ასევე, პრო11261039_375088632686528_1188482936_nექტის “ხიდი – თაობიდან თაობაში” ფარგლებში, სპეციალური მოწვეული სტუმარი იყო ქეთი კრებსერი – შვეიცარიაში ქართველთა თანადგომის თავმჯდომარე, რომელმაც სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას თავისი ბოლო ნაშრომი “უცხო” წარუდგინა.
პროექტის პირველი დღე შედგა.
ამიერიდან, “ახუნდოვ ჰაუსი” და ფონდი “დღეს” , ერთობლივი ძალებით იზრუნებენ იმ ახალგაზრდა, ნიჭიერ თაობაზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა, სტიმული და პატრონობა.

11270107_375088592686532_1403298590_n

11281904_375088636019861_2065405551_n

11121385_375088602686531_235586747_n

11245380_375088639353194_2046264703_n

11287374_375088606019864_961288732_n

11104043_375088579353200_1163144920_n

11253838_375088622686529_1156530535_n

11258625_375088569353201_914845413_n

11256402_375088572686534_237705488_n

11258969_375088576019867_1332627705_n

11225604_375088589353199_455742366_n

11258974_375088609353197_835183634_n

11261486_375088582686533_1465889221_n

11263767_375088626019862_762178906_n

11268025_375088619353196_791895035_n

11271962_375088646019860_572654274_n

11253788_375088566019868_453969247_n

11264386_375088649353193_1188003301_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები