„მიწების დამუშავებასთან დაკავშირებით შესაძლოა, დიფერენცირებული სატარიფო მიდგომა დაწესდეს“

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მიწების დამუშავებასთან დაკავშირებით შესაძლოა, დიფერენცირებული სატარიფო მიდგომა დაწესდეს.როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ინიციატივა, თუმცა, ეს არ შეეხება მცირემიწიან გლეხებს.
“გახსნილია დისკუსია. ჩვენ ამ თემაზე დავიწყეთ მსჯელობა სხვა რგოლებთან. შესაბამისად, ეს გახლავთ არა ჯარიმა, არამედ ეს არის დიფერენცირებული სატარიფო მიდგომა, იმიტომ, რომ ვინც მიწაზე მუშაობს და რეალურად ამუშავებს მიწას, მიზნობრივად მას ექნება გაცილებით უკეთესი და შეღავათიანი ტარიფი, ვიდრე იმას, ვინც წლების მანძილზე უბრალოდ არ იყენებს მიწას, ან უფრო მეტიც, არავის აძლევს საშუალებას, რომ ეს მიწა შესაბამისად დატვირთოს. ეს არის ინიციატივა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ეხებათ მცირემიწიან გლეხებს. საუბარია მათზე, ვისაც აქვს დიდი მასივები”, – განაცხადა დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები